GD Banner
უცხოური მედია

ირანი აცხადებს, რომ რაკეტების 80%-მა ისრაელში, სამიზნე გაანადგურა

ირანმა დღეს ისრაელის მიმართულებით მასობრივი საჰაერო შეტევა განახორციელა. ქვეყანაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. თელავივში ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლების დატოვებისა და თავშესაფრებში გადანაცვლებისკენ მოუწოდა.

ამ დროისთვის საჰაერო იერიში დასრულებულია. ქვეყანამ საჰაერო სივრცე გახსნა, ცახალის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას თავშესაფრების დატოვების ნება დართო.

ირანული მედია ამტკიცებს, რომ თავდასხმის შედეგად განადგურებულია ისრაელის კუთვნილი 20-ზე მეტი F-35, ასვე, დარტყმები განხორციელდა ღაზას სექტორში არსებულ ისრაელის ტანკებზე, სამხედრო ბაზებზე და აშკელონის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურაზე.

ცახალის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ თავდასხმას პასუხი გაეცემა. ირანში კი ამბობენ, რომ მზად არიან ისრაელის პასუხისთვის, ასევე შესაძლოა, დაარტყან ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის ბაზებს, თუ „ამერიკა სისულელეს ჩაიდენს“.

ირანის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ისრაელის ხელისუფლება ზიანს ითვლის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,185 ნახვა