GD Banner
უცხოური მედია

NBA-ს ლეგენდა დიკემბე მუტომბო გარდაიცვალა

ლეგენდარული კონგოელი კალათბურთელი, NBA-ს ვარსკვლავი დიკემბე მუტომბო 58 წლისა გარდაიცვალა.

BBC-ს ცნობით, მას თავის ტვინის კიბო ჰქონდა. მუტომბო დაავადებას 2022 წლიდან ებრძოდა.

მუტომბომ NBA-ში 18 სეზონი ჩაატარა, თამაშობდა ისეთ გუნდებში, როგორებიცაა „დენვერ ნაგეთსი“, „ატლანტა ჰოუქსი“, „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“, „ნიუ-იორკ ჯეთსი“, „ნიუ-იორკ ნიქსი“ და „ჰიუსტონ როქეთსი“. ის ბლოკ-შოტებისა და დამცავი თამაშის დიდოსტატად ითვლებოდა. ოთხჯერ გახდა NBA-ს საუკეთესო მცველი, არაერთხელ უთამაშია ყველა ვარსკვლავის მატჩში.

2015 წელს მუტომბო NBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,193 ნახვა