GD Banner
განათლება

განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკავა.

განათლების ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

ალექსანდრე წულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტები. არის სამართლის დოქტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორად და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და „ალტე უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი. ალექსანდრე წულაძე მუშაობდა განათლების მინისტრის პირველ მოადგილედაც.

ალექსანდრე წულაძემ პრემიერ-მინისტრს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა