GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია: “იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.”

მდინარაძის თქმით, ის მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, რომ არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი.

“ეს აშშ-ის საელჩოს ახალი განცხადებაა. მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,568 ნახვა