პოლიტიკა

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: იმედი გვაქვს, თქვენ წაახალისებთ ყველა აქტორს, რომ იმუშაონ მშვიდობისთვის. იქნებ საქართველოს თავადაც ჰქონდეს როლი ამ პროცესში, რადგან კარგად იცის რას ნიშნავს ომი რუსეთთან

იმედი გვაქვს, თქვენ წაახალისებთ ყველა აქტორს, რომ იმუშაონ მშვიდობისთვის. იქნებ საქართველოს თავადაც ჰქონდეს როლი ამ პროცესში, რადგან კარგად იცის რას ნიშნავს ომი რუსეთთან, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ უკარინის კონფლიქტის გამო აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ევროკავშირის მიდგომის შეცვლაზე საუბრისას.

„იმედის კვირამ“ მას ჰკითხა: „უკრაინის კონფლიქტმა შეცვალა ევროკავშირის მიდგომა მის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან. როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა საქართველოს, როგორც კანდიდატ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც რუსეთის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კონფლიქტის ამჟამინდელი ჩარჩოს მიღმა და ხელი შეუწყოს მშვიდობისა და თანამშრომლობისკენ სავალ გზებს რეგიონში? როგორ უნდა წაახალისონ ეს ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა?“.

ევროპარლამენტარის მოსაზრება აღნიშნულ თემაზე ასეთია:

„ამჟამად ევროპაში დიდი პრობლემა გვაქვს, რადგან ომია. ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პერიოდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს კარგი პროცესი, რომელიც მშვიდობამდე მიგვიყვანს. ვფიქრობთ, რომ ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის მშვიდობა და დიპლომატია. იმედი გვაქვს, თქვენ წაახალისებთ ყველა აქტორს, რომ იმუშაონ მშვიდობისთვის. იქნებ საქართველოს თავადაც ჰქონდეს როლი ამ პროცესში, რადგან საქართველომ კარგად იცის რას ნიშნავს ომი რუსეთთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე.

ვფიქრობთ, საქართველოს შეუძლია, რომ შეასრულოს როლი. თუმცა, ეს როლი არ უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის ესკალაციას და გაფართოებას, არამედ – ამ ომის დიპლომატიური გზით დასრულებას. ამგვარად, საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება დიპლომატია. მაგალითად, საქართველოს შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობის კონფერენციას, რომელშიც ჩართული იქნება ომის ყველა მონაწილე მხარე. ეს მნიშვნელოვანი ფორუმია, რადგან მხოლოდ მშვიდობის კონფერენციით შეგვიძლია ვიხილოთ ამ ომის დასასრული”.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,804 ნახვა