GD Banner
Uncategorized

რობინ დანიგანი: ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ჩვენ არ ველაპარაკებით მთავრობას, რომ მე არ ველაპარაკები მმართველი პარტიის ლიდერებს, რაც სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს

ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ჩვენ არ ველაპარაკებით მთავრობას, რომ მე არ ველაპარაკები მმართველი პარტიის ლიდერებს, რაც სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი განცხადებით, ხშირად ხვდება როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურს, ისე სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, ვინაიდან სწამს, რომ ორ ქვეყანას ღია და კონსტრუქციული დიალოგი უნდა ჰქონდეს, რათა ურთიერთობები გაუმჯობესდეს. 

„მტკიცედ მწამს, რომ უნდა გვქონდეს ღია, კონსტრუქციული დიალოგი. მე ხშირად ვხვდები პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ამ ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, მათ უმრავლესობას, რადგან არსებობს გამონაკლისი ამ კუთხით. ამას ვაკეთებ იმის გამო, რომ მსურს ამ ურთიერთობების გაუმჯობესება. როგორც მახსოვს, ბოლოს პრემიერ-მინისტრს შევხვდი 16 სექტემბერს.“ – განაცხადა დანიგანმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,899,972 ნახვა