Uncategorized

გიორგი ზერეკიძე: მხოლოდ უსამართლობასთან, ჩაგვრასთან და ცილისწამებასთან მქონდა შეხება. მარტო ჩემი დასჯა არ იკმარეს და საბოლოოდ მამა ციხეში წამებით მოკლეს. 26 ოქტომბერს ძალიან საპასუხისმგებლო არჩევნებია

ძალიან საპასუხისმგებლო არჩევნებია, ყველამ უნდა გავითავისოთ ეს. მინდა მივმართო ყველას, ჩვენს მოქალაქეებს, არ დავრჩეთ სახლში, 26 ოქტომბერს ყველანი წავიდეთ არჩევნებზე, – განუცხადა „ქრონიკას“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, გიორგი ზერეკიძემ.

„14 წლისას დამიპირისპირდა და შევეჩეხე მაშინდელ საგამოძიებო უწყებას – მხოლოდ უსამართლობასთან, ჩაგვრასთან და ცილისწამებასთან მქონდა შეხება. მარტო ჩემი დასჯა არ იკმარეს და მამაც დააკავეს და საბოლოოდ მამა ციხეში წამებით მოკლეს.

ძალიან საპასუხისმგებლო არჩევნებია, ყველამ უნდა გავითავისოთ ეს. მინდა მივმართო ყველას, ჩვენს მოქალაქეებს, არ დავრჩეთ სახლში, 26-ში ყველანი წავიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, ქვეყნის წინსვლას და სამართლიანობის აღდგენას, ყველაზე მთავარს – „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას და საბრალდებო სკამზე დასმას. ამის გარანტი არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა ზერეკიძემ.

გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ყოფილმა პოლიტპატიმრებმა, რეჟიმს მსხვერპლის ოჯახის წევრებმა, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანაში არსებული უმძიმესი პერიოდი გაიხსენეს. მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ 26 ოქტომბერს სწორი არჩევანი გააკეთონ, რათა ქვეყანა წარსულში არ დაბრუნდეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,906,912 ნახვა