პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის და ქვეყნის მტერია, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავკრძალოთ და მოვიშოროთ

უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის მტერია და ქვეყნის მტერია, ამისი მაგალითები უამრავია მსოფლიოში, ოპოზიციური პარტიები, მხოლოდ დღეს 13 თუ 18-ია დაფიქსირებული. ამ ძალას აქვს რესურსი – „ქართული ოცნება“ არის გასაგები, გამჭვირვალე, პატრიოტული ძალა, თუ რაიმე პოზიტიურია და ვინმეს სურვილი აქვს მყისიერად ხდება „ქართული ოცნების“ წევრი, ვისაც ქვეყანა უყვარს და პატრიოტია, ამის მსგავსი ძალა მეორე გარეთ აღარ ჩამოყალიბდება იმიტომ, რომ ვინც პოზიტიურად განწყობილია და ქვეყანა უყვარს სწრაფად ნახულობს ჩვენთან ადგილს. მეორეა ეს ძალა, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია გარედან, რომ როგორმე ამათ ისევ დაიბრუნონ ხელისუფლება და ქვეყანა გარედან სურვილების შესატყვისად ამუშაონ, ამ სურვილების შესატყვისობაში დღეს საქართველო აღარ გვექნებოდა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ივანიშვილის განცხადებით, როგორც კი ოპოზიციური ძალა დატოვებს პოლიტიკურ სივრცეს „ქართულ ოცნებას“ უამრავი ოპონენტი გამოუჩნდება და ეს იქნება ყველაზე ბედნიერი დღე, რადგანაც არჩევანის შესაძლებლობა მიეცემა ხალხს.

„როგორც კი, ეს ძალა გაიწევა უამრავი ოპონენტი გაუჩნდება ქართულ ოცნებას და მე ამ დღეს ველოდები ეს იქნება ყველაზე ბედნიერი დღე, რომ არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ ხალხს, კარგსა და უკეთესს შორის. დღეს რა არჩევნები ტარდება, მუდამ ვებრძვით რომ როგორმე ეს ძალა მოვიშოროთ, როგორმე ქვეყანა არ დავაქციოთ და არ მივცეთ ამ ქვეყნის დამაქცევრებს ისევ ქვეყანა. ეს ხომ არჩევნები არაა, „ქართული ოცნება“ რომელიც, რომ იტყვიან, ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ საოცარი მიღწევები გვაქვს მართლაც, მოდის ბოროტი ძალა ენერგია არ იშრიტება იმიტომ, რომ უზარმაზარი ძალა უჭერს გარედან მხარს და მუდამ გადაწევ-გადმოწევაში ვართ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტია, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. მან ხორავას ქუჩის მაგალითიც მოიყვანა იმის საილუსტრაციოდ, რამდენად სახიფათოა რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკაში დატოვება.

„არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი ავკრძალოთ და მოვიშოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ თუ ვერ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მარტივი უმრავლესობის მიღება, ჩვენ საერთოდ რომ არ გავიდეთ, გავჩერდეთ და ტელევიზიის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ შეაჩეროს მოძრაობა, იმდენ დეპუტატს, არც ჩვენ გვყავს პარლამენტში, ყველა შემთხვევაში ვიღებთ, ყველა რეიტინგით, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ასეთი ლეგიტიმაცია, ჩვენ გვინდა ეს, რომ როგორმე მოვიშოროთ ეს ჭირი, წინააღმდეგ შემთხვევაში გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება, 27-ში გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება, 27-ში არ იქნება, მაგრამ ერთი თვის შემდეგ 27-ში შეიძლება რაღაც გაუგებრობა ხორავას ქუჩის მსგავსი მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ უბედურება მივიღოთ და დაბრუნდნენ. შემდეგ არ იფიქროთ, რომ აქ არჩევნები ჩატარდეს ან იმის მსგავსი „ნაცები“, რაც მაშინ იყვნენ და გვახსოვს, ის აიყვანეთ კვადრატში ან კუბში, რაც ხდებოდა მაშინ, მყისიერად მოხდება და მივიღებთ ყველაზე დიდ უბედურებას, აი ეს არის რეალობა, ამიტომაც ეს ძალა არის მოსაშორებელი, თუ არ მოკვეთე სიმსივნე – ის გავრცელდება, არა და ოდესღაც დაძაბუნდება ორგანიზმი, „ქართული ოცნებაც“ ალბათ ამოუვიდა ხალხს ყელში 12 წლის განმავლობაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო ძალიან რთულია, ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომწყინდა. აღარ უნდათ ერთი და იგივე სახეები და ეს ხალხს შეიძლება ძალიან კარგად გაუგო. საკმარისია გარედან პატარა მიზეზი და მაშინვე სიტუაცია აფეთქდება, აი ხორავას ქუჩა გაიხსენეთ, პროკურატურა არაფერ შუაში იყო, მაგრამ ისე ჩააწოდეს თავის დროზე და ამაში დაეხმარნენ, რა თქმა უნდა, ოპოზიციონერები, რომ საზოგადოების ღელვა იყო ისეთი, იქ რომ ახლოს რამე არჩევნების მსგავსი ყოფილიყო „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დაკარგავდა.

აი ამიტომ არის ძალიან საშიში ამ ხალხის პოლიტიკაში დატოვება, ეს არის ბოროტი ძალა ეს არის ქვეყნის მტერი ძალა, პრეცედენტები უამრავია პოლიტიკაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, ასეთი კარგი საფუძველი ჩვენ, რომ გვაქვს მხოლოდ ფაშისტურ გერმანიას ჰქონდა შეიძლება, როდესაც ნიურნბერგის პროცესი მოხდა გახსოვთ და ჩვენც თითქმის მსგავსი დოკუმენტაცია გაგვაჩნია“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,805 ნახვა