პოლიტიკა

ბერა ივანიშვილი: 12 წლის წინ ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიყვებოდა, დღეს თვითონაც მამა ვარ და სხვანაირად გავათვითცნობიერე, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და რისთვის იბრძვიან ჩვენი მშობლები ამდენი წელი

ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად დგომა, გუშინდელი დღესავით მახსოვს, 16 წლის ვიყავი, როცა ყველაფერი დაიწყო და მამაჩემის გვერდით ვიბრძოდი. მინდა, გითხრათ, რომ მაშინაც და დღესაც მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გავყვებოდი და გავყვები, – ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების შვილებმა უნდა იცხოვრონ მშვიდობიან, გაბრწყინებულ, ძლიერ, ღირსეულ საქართველოში

„მინდა გითხრათ, რომ მაშინაც და დღესაც მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გავყვები, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიყვებოდა, დღეს უკვე მე თვითონაც მამა ვარ და სხვანაირად აღვიქვი და გავათვითცნობიერე, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და რისთვის იბრძვიან ჩვენი მშობლები ამდენი წელი. მე მინდა, რომ ჩემმა ბერუკამ, ჩემმა დადუმ, თითოეული თქვენთაგანის შვილებმა, ჩვენმა საყვარელმა პატარებმა იცხოვრონ ერთიან, მშვიდობიან, ღირსეულ, გაბრწყინებულ საქართველოში. დღესდღეობით, ამისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა, ამ გზას ქვია ქართული ოცნება“,-განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,780 ნახვა