პოლიტიკა

ანწუხელიძეს რომ წიხლებს ურტყამდნენ და აწამებდნენ, ნაცმოძრაობის ლიდერები დასავლეთის დაფინანსებულ ფულებს ჩემოდნებში იტენიდნენ- სოფო ნიკოლაიშვილი

გიორგი ანწუხელიძეს რომ წიხლებს ურტყამდნენ და აწამებდნენ, იმ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დასავლეთის დაფინანსებულ ფულებს ჩემოდნებში იტენიდნენ. ეს ნანახი გვაქვს,-ამის შესახებ ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ისაუბრა.

მისი თქმით, ომის შემდეგ დარჩა განადგურებული ხალხი და გამდიდრებული ლიდერები.

„რა დგვრჩა?- ის ფეიკ ღონისძიება რომ ჩაატარა სააკაშვილმა და აზეიმა საქართველო. რა აზეიმა?! წავიდნენ ევროპელი ლიდერები და დაგვრჩა რა?- მიტაცებული ტერიტორიები, განადგურებული ხალხი. ადამიანებს გეტოები აუშენეს და თვითონ გამდიდრდნენ, ისე გამდიდრდნენ, რომ დღემდე აფინანსებენ თავიანთ პარტიულ (და არა კრიტიკულ) ტელევიზიებს. სად ხდება ასე, რომ გამჭვირვალობის კანონს ჟურნალისტები რუსულ კანონს უწოდებენ . ჩვენ ვამბობთ – „ხელისუფლებას მიაჩნია“, „ოპოზიციას მიაჩნია“, ისინი კი ამბობენ იმას, რასაც ავალებენ ლიდერები- „რუსული კანონი“- ამკვიდრებენ ამ ტერმინს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაზე“ შეტევა მას მერე დაიწყო, რაც მეორე ფრონტი არ გაიხსნა.

„ზედმეტად გულახდილია ბიძინა ივანიშვილი და არ მალავს რაღაცეებს. გამოვიდა და მოყვა, რომ ერთ-ერთი თანამდებობის პირი მაგიდაზე ბრახუნით მოითხოვდა, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი. ღარიბაშვილი იყო მაშინ პრემიერი და მის კითხვაზე- რამდენი ხანი გავუძლებთ ამასო, უპასუხეს- სამი დღე და მერე ტყეში გახვალთ პარტიზანებადო“,-განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, ის ხშირად არის ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების შეტევის ობიექტი, თუმცა მათი ბულინგის არ ეშინია.

„მე არ ვაღიარებ იმ ხალხს, ვინც პარალელურ რეალობებს ქმნის და წლებია, აბსოლუტურ ფეიკში ამყოფებს მოსახლეობას. მე მინდა ვთქვა, რომ ხვალ არის ორი არჩევანი- ომი თუ მშვიდობა. მეორე არჩევანი- ევროპა თუ რუსეთი, არ არსებობს. რუსული ხაზი უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ვირტუალური რეალობით თავსმოხვეული რაღაც. ამ პოლიტიკოსებს არანაირი ბენეფიტები არ გააჩნიათ. შეხედეთ, ლევან ხაბეიშვილები არიან მათი ლიდერები. მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ასეთი ქაჯები ყავთ ლიდერებად. ოღონდ ყველა!. არცერთი აკადემიერი ლიდერი მათ მხარეს არ არის. ანა წითლიძე მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდა და წიხლებით შედგა ამომრჩეველს. ეს ხალხი უბრალოდ, სამარცხვინოა“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,906,953 ნახვა