პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ, საღამოს ჩვენ, ყველანი ვიქნებით გამარჯვებულები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა მისცა ახალ საქართველოს, რომელზეც წინაპრები ლოცულობდნენ.

„მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ, ყველანი ვიქნებით გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, რადგან გაიმარჯვებს საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,146 ნახვა