GD Banner
პოლიტიკა

საერთაშორისო დამკვირვებელი – ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება ეწინააღმდეგება იმას, რაც ვნახე საარჩევნო უბნებზე და მითხრეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების დამკვირვებლებმა

ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება ეწინააღმდეგება იმას, რაც პირადად ვნახე საარჩევნო უბნებზე და რაც მითხრეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების დამკვირვებლებმა, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ანდრაშ ლაზლომ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნები, რომლებზეც იმყოფებოდა, აკმაყოფილებდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ყველა დემოკრატიულ სტანდარტს.

„ჩემი დასკვნაა, რომ არჩევნები იყო ძალიან პოზიტიური. წარმოდგენილი იყო დიდი რაოდენობით დამკვირვებელი ქართული პატიებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ისინი იყვნენ პოზიტიურად განწყობილი არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით დღის განმავლობაში. ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული სისტემა იყო კარგად მიღებული, საარჩევნო წესები ცნობილი და დაცული და ასეთი იყო შეფასება, რომელიც მე ასევე სხვა დამკვირვებლებისგან მივიღე. საარჩევნო უბნები, რომელებზეც ვიყავი, აკმაყოფილებდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ყველა დემოკრატიულ სტანდარტს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება ინციდენტებს, მათ შესახებ შევიტყვე ახალი ამბებით. მოვისმინე ბიულეტენების აგრესიული ჩაყრის, გარკვეული ყუთების აგრესიული გახსნის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს შემთხვევები უნდა იქნას გამოძიებული და ეს ბიულეტენები, ეს საარჩევნო ურნები უნდა იყოს განცალკევებული. როგორც ვიცი, ეს ზოგიერთი ზომა უკვე განხორციელებულია.

სამწუხაროდ, გამოქვეყნებულმა ეგზიტპოლებმა აჩვენა დიდი სხვაობა. ყველა ელოდებოდა, რა იქნებოდა არჩევნების შედეგები. გამოქვეყნებულმა შედეგებმა აჩვენა დიდი სხვაობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. პარტიების მიერ შედეგების ეჭვის ქვეშ დაყენება ეწინააღმდეგება იმ გამოცდილებას, რომელიც პირადად მე მქონდა იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებიც ვნახე. ეს ასევე ეწინააღმდეგება იმ გამოცდილებას, რაც მე მითხრეს არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების დამკვირვებლებმა. მცირედი ინციდენტები ხდება ყველა არჩევნების დროს. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა ყველა დემოკრატიაში. კითხვა სინამდვილეში მდგომარეობს იმაში, აისახა თუ არა ისინი მნიშვნელოვნად არჩევნების შედეგებზე, რადგან ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა სერიოზული მტკიცებულება. დესტაბილიზაცია არის დიდი რისკი ყველა ქვეყნის არჩევნებზე. ამიტომ, მე მჯერა, რომ ყველა პარტია და ყველა ორგანიზაცია იმოქმედებს პასუხისმგებლობით. სასწორზე საქართველოს მომავალი და მთელი რეგიონის სტაბილურობაა. ასე რომ, განცხადებები ყოველთვის უნდა იყოს გამყარებული მტკიცებულებებით“, – განაცხადა ანდრაშ ლაზლომ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,688 ნახვა