GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ამდენ დაუმსახურებელ, სიცრუეზე აგებულ ბრალდებას, ცესკო დროულად და ადეკვატურად პასუხობს, საჩივარი შეაქვს პროკურატურაში პრეზიდენტის და პოლიტიკოსების განცხადებებთან დაკავშირებით

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას, რომელშიც გენერალურ პროკურატურას არჩევნების გაყალბების ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ფოჩხუას განცხადებით, საქართველო შემდგარი ქვეყანაა, გამართული სახელმწიფო ინსტიტუციებით, შესაბამისად, ცესკოც დროულად და ადეკვატურად პასუხობს გამოთქმულ ბრალდებებს და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს.

“დიახ, ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა, გამართული სახელმწიფო ინსტიტუციებით. კანონი ყველასთვის კანონია, დაარღვევ, პასუხი უნდა აგო. ამდენ დაუმსახურებელ, სიცრუეზე აგებულ ბრალდებას, ცესკო დროულად და ადეკვატურად პასუხობს, საჩივარი შეაქვს პროკურატურაში პრეზიდენტის და პოლიტიკოსების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე, თავად კი გამოთქვამს მზაობას პროკურატურასთან თანამშრომლობაზე. აი ასე, როდისმე ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყნის ჯანჯღარი.” – წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,716 ნახვა