GD Banner
პოლიტიკა

„სამართლიანი არჩევნების“ პროექტის კოორდინატორი: ცესკომ რაც დათვალა, დათვალა სწორად, მაგრამ არ დათვალა იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც ასახავს ამომრჩევლის ნებას

მეთოდოლოგიაში პირდაპირ გვიწერია, რომ თუ ხარისხობრივად არ იძლევა უბანი იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვენდოთ შედეგებს, შესაბამისად, ამ შედეგებს არ ვითვალისწინებთ რაოდენობრივ დათვლაში, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა და პროექტის კოორდინატორმა, გიორგი მონიავამ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გამოაქვეყნა „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) პარალელური ხმის დათვლის შედეგები.

მონიავას განცხადებით, „ისტორიაში პირველად რომ არ ყოფილიყო ამ სახის, ამ რაოდენობის და ამ შინაარსის დარღვევები,“ არ მოხდებოდა ისტორიაში პირველად ის, რომ არ გამოაცხადეს შედეგები.

როგორც მან განმარტა, დათვლის რაოდენობრივ ნაწილში, ISFED-მა პრობლემები ვერ დაინახა და ცესკო-მ ხმები სწორად დათვალა, მაგრამ, “სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ ეს მონაცემები ამომრჩევლის ნებას არ ასახავს.

„ეს არის მეთოდოლოგიის ნაწილი და მეთოდოლოგიასთან სრულად შესაბამისობაში იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ გამოვაცხადეთ შედეგები, თუმცა, ვთქვით, რომ ცალკე აღებულ, კონტექსტიდან ამოღებულად რაოდენობრივ ნაწილში დათვლის, პრობლემები ვერ დავინახეთ, შესაბამისად, მე მგონი, აზრი იკითხება, რომ იქ ცდომილება არ არის. ანუ, ცესკომ რაც დათვალა, დათვალა სწორად, მაგრამ არ დათვალა იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც ასახავს ამომრჩევლის ნებას.“ – განაცხადა გიორგი მონიავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,899,972 ნახვა