პოლიტიკა

შვეიცარული გამოცემა DIE WELRWOCHE – მაქვს განცდა რომ ქართულ მაიდანს აორგანიზებენ, ვითომ დემოკრატიული არჩევნების სურათს გაყიდიან, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნას დაიწყებენ

„საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“- ამ სათაურით სტატიას გავლენიანი შვეიცარული გამოცემა „DIE WELRWOCHE” აქვეყნებს. სტატიის ავტორი, რომელიც ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე წერს, 2012 წლამდე პერიოდს იხსენებს და მკითხველს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს შეზღუდული თავისუფლებისა და ქვეყანაში გამეფებული შიშის შესახებ უყვება.

„1980 წელს 14 წლის მოსწავლემ მაშინდელ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში პირველად გამოვაქვეყნე გაზეთში სტატია. თუმცა ალბათ პროფესია კიდევ უფრო ადრე ავირჩიე. მე ცნობილი ჟურნალისტის ოჯახში დავიბადე. როდესაც ოჯახი ერთად ვიკრიბებოდით, ვუსმენდით ამერიკის ხმას და რადიო თავისუფლებას, ამ გზით ვცდილობთ სიმართლის მსგავს ინფორმაციასთან მოვხვედრილიყავით. მამამ გამაფრთხილა, რომ სკოლაში არ მეთქვა სახლში აკრძალულ გადაცემებს რომ ვუსმენდით. ჩვენ დისიდენტები არ ვიყავით, უბრალოდ გვინდოდა გვცოდნოდა, რა ხდებოდა მედლის მეორე მხარეს, რის დამალვასაც ასე ცდილობდნენ. მაშინ ალბათ მე ბეჯითი დასავლელი ვიყავი, რომელიც თავისუფლების და სიმართლის იდეალებზე ორიენტირდებოდა, სანამ მამამ ერთხელ მითხრა, რომ ფაქტების და არა პროპაგანდის უნდა მჯეროდეს“,- წერია სტატიაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ავტორი ერთი ფრაზით ახასიათებს: „დემოკრატიის ჩამქრალი შუქურა“. ავტორი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს მაშინ დასავლეთში დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, შუქურის ეს ნათება მალე ჩაქრა და ყველა მოლოდინი დაიმსხვრა.

„დემოკრატიის ჩამქრალი შუქურა. დღესაც, ათწლეულების შემდეგ, ჩემს პროფესიაზე შეყვარებული, ვბედავ რომ ვთქვა, მე დავრჩი აბსოლუტურად პროდასავლურ ადამიანად, არ ვიხსნი იდეალისტის სათვალეს და მჯერა ფაქტების და არა აღქმების, როგორც ეს დღეს მოდური და კომფორტულია. თუმცა აღარ ვუსმენ აღარც ამერიკის ხმა და აღარც რადიო თავისუფლებას, არა იმიტომ რომ მე შევიცვალე, არამედ იმიტომ რომ ისინი შეიცვალნენ, მე მათგან სიმართლე აღარ მესმის. რატომ გადავწყვიტე ამ ტექსტის ფსევდონიმით ხელმოწერა?! ახსნა არის მარტივი, მე ისევ მეშინია, ზუსტად ისევე მეშინია როგორც 2012 წლამდე, როდესაც ქართულმა ოცნებამ მაშინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა.

სააკაშვილს მაშინ დასავლეთში დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. თუმცა შუქურის ეს ნათება მალე ჩაქრა და ყველა ჩვენი მოლოდინები დაიმსხვრა. სააკაშვილმა წარმატებულად მიჰყიდა დემოკრატიის სურათი დასავლეთს, ვიტრინაში საქართველო მიმზიდველი ჩანდა. თუმცა შიგნით, ჩვენ მობილური ტელეფონებიდან სიმ ბარათებს ვიღებდით, როდესაც სახლში მეგობრებს ან ოჯახის წევრებს ველაპარაკებოდით, რადგან. გვეშინოდა.“,- წერს ალექსანდრე ვირსალაძე.

სტატიაში წერია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ არის განცდა, რომ ქართულ მაიდანს აორგანიზებენ. ავტორი ამ კონტექსტში წინა ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმს იხსენებს და მკითხველს უმიზეზოდ დაჭერილი ფოტოგრაფების ამბავს უყვება.

„ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა, მაქვს განცდა რომ ქართულ მაიდანს აორგანიზებენ, ვითომ დემოკრატიულ არჩევნების სურათს გაყიდიან, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეების დევნას დაიწყებენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ემოციებს არ მივცემთ ჩვენი მართვის საშუალებას, მხოლოდ ფაქტებით და არაფრით ფაქტების გარდა. 2011 წელი იყო, სააკაშვილი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ მისი ავტორიტარიზმი საფრთხის ქვეშ იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წინა საღამოს, ოპოზიცია აქციას მართავდა. ეს დემონსტრაცია პირდაპირი მნიშვნელობით „სისხლში ჩაახშვეს“. ჩემი კოლეგები 4 ფოტორეპორტიორი დაიჭირეს და ისინი ციხეში გადაიყვანეს, სადაც სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ. რადგან მათი ფოტოები, რომლებიც დასისხლიანებული, დამცირებული, ნაცემი, გუბეში მწოლიარე ადამიანების მდგომარეობას ასახავდა, ამერიკულ და ევრპულ გამოცემებში გამოქვეყნდა. სააკაშვილმა მათ შიშველი სიმართლე არ აპატია. ფოტოგრაფებმა თვეები ციხეში გაატარეს, სადაც ისინი იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ რუსეთის ჯაშუშები იყვნენ. მთავრობის ცვლილების შემდეგ ფოტოგრაფები უდანაშაულოდ ცნეს, თუმცა წარმოიდგინეთ თუ რისი გადატანა მოუწიათ მათ, როცა მათი მეუღლეები ციხეში მოათავსეს და გვერდით საკნებში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ერთი რეპიორტოირი ტყეში წაიყვანეს და შესთავაზეს საკუთარი საფლავი თავად გაეთხარა.“,- წერს ავტორი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,774 ნახვა