პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი-ამიტომაც ჰქვია ოპოზიციას და ჯერ კიდევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უსამშობლო, რომ საქართველოსა მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მიდიან. ამბობენ, ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთო- ახალ პარლამენტს ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია აქვს, ეს ქართველი ხალხის ლეგიტიმაციაა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის ლეგიტიმაციის შესახებ ოპოზიციის შეფასებებზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ პარლამენტს არა ოპოზიციის, არამედ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია სჭირდება. ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, ამიტომაც ჰქვია ოპოზიციას და ჯერ კიდევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უსამშობლო, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მიდიან.

მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელსაც უკვე ხალხიც ვერ გამოჰყავს ქუჩაში, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა არჩევნებში დარღვევების შესახებ, სრულიად გაკოტრებულია, მხოლოდ უცხოეთიდან ელოდება რაიმე სახის ხავსიან მაშველ რგოლს.

„ამიტომაც ჰქვია ოპოზიციას და ჯერ კიდევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უსამშობლო, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მიდიან. რამდენი ფაქტის გახსენება შეგვიძლია, როგორ დაძრწოდნენ ევროსტრუქტურებში და მუხლებზე დაჩოქილები იხვეწებოდნენ, რომ ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ახლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვენ, სანქციები იმდენჯერ მოითხოვეს სათვალავი აგერევა კაცს, რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა, ქვეყნის დაქცევა თუ განადგურების მცდელობა ლამის ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა, ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ეკლესიის შეურაცხყოფა, ესეც მათი ხელწერაა. ახლა კი დამდგარან და ამბობენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთო, აქაც ხალხის წინააღმდეგ მიდიან საქართველოს. მოსახლეობის უმრავლესობამ, მილიონზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობას და ქვეყნის განვითარებას, ამისთვის კი თავიანთ რჩეულებს ხმაც მისცა და შესაბამისად ქვეყნის მართვის ლეგიტიმაციაც. ოპოზიცია, რომელსაც უკვე ხალხიც ვერ გამოჰყავს ქუჩაში, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა არჩევნებში დარღვევების შესახებ, სრულიად გაკოტრებულია, მხოლოდ უცხოეთიდან ელოდება რაიმე სახის ხავსიან მაშველ რგოლს. არჩევნები შედგა, ახალ პარლამენტს ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია აქვს, ეს ქართველი ხალხის ლეგიტიმაციაა!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,826 ნახვა