უცხოური მედია

პიტერ სიიარტო: უნგრეთში აშშ-ის ელჩი იქცევა როგორც ოპოზიციის ლიდერი, პოლიტიკური აქტივისტი

ჩვენ პოლიტიკას განვიხილავთ, როგორც გამოცდილებაზე დაფუძნებულ სამუშაოს და გვაქვს ოთხწლიანი მკაფიო გამოცდილება, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი იყო თანამდებობაზე. ასევე, ჩვენ გვაქვს მრავალი წლის გამოცდილება, როდესაც დემოკრატების ადმინისტრაციასთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ უნგრეთის უნგრეთის საგარეო ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებას დონალდ ტრამპთან კომუნიკაცია არასდროს გაუწყვეტია და ეს ურთიერთობა კარგი საფუძველია მომავალი ურთიერთობებისთვის. 

მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უნგრეთში აშშ-ს ელჩი ისე იქცევა, როგორც ოპოზიციის ლიდერი.

„ნება მომეცით რამდენიმე აქცენტი გავაკეთო. პირველი, ბაიდენის ადმინისტრაციამ შეწყვიტა ორმხრივი საგადასახადო ხელშეკრულება უნგრეთთან, რაც იწვევს სირთულეებს, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკული კომპანიები არის სიდიდით მეორე აქ, უნგრეთში და შექმნილი აქვს სამუშაო ადგილი დაახლოებით 100 ათასი ადამიანისთვის და ჩვენც ვაძლევთ მათ საუკეთესო შესაძლებლობებს, რომ იმუშაონ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ევროპაში ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები გვაქვს დაწესებული.

მეორე, ბაიდენის ადმინისტრაციამ, ბევრი სირთულე შეუქმნა ჩვენს უვიზო რეჟიმს და მათი ელჩი აქ [უნგრეთში] იქცევა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, ოპოზიციის ლიდერი.

 ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული გამოცდილება, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი იყო თანამდებობაზე. ასე რომ, თუ ვენდობი ჩვენს და საკუთარ გამოცდილებას, მაშინ უნდა გითხრათ, რომ ნამდვილად დიდი მოლოდინები გვაქვს. ასევე უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩემს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ტრამპს შორის ყოველთვის არსებობდა კომუნიკაცია მიუხედავად იმისა, იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი თანამდებობაზე, ეს პირადი ნდობა და ურთიერთობა და მეგობრობა იქნება კარგი საფუძველი მომავლისთვის“,-განაცხადა პიტერ სიიარტომ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,798 ნახვა