Uncategorized

დიმიტრი ხუნდაძე: ცდილობენ სახელმწიფოს დემორალიზებას სახელმწიფო ინსტიტუტებზე და თანამდებობის პირებზე თავდასხმით – დანაშაულს შესაბამისი გამოძიება სჭირდება

აღმაშფოთებელი ფაქტის მხილველი გავხდით ყველა და უცხოეთიდან არცერთი, თუნდაც შეშფოთებული განცხადება არავის მოუსმენია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც ცესკოში, გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაული სათანადოდ იყოს გამოძიებული.

„ძალადობა, ეს არის ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული, თუმცა მისი შინაარსი და მასშტაბები უფრო დიდია. ისინი ცდილობენ სახელმწიფოს დემორალიზებას სახელმწიფო ინსტიტუტებზე და თანამდებობის პირებზე თავდასხმით. აღმაშფოთებელი ფაქტის მხილველი გავხდით ყველა და უცხოეთიდან არცერთი თუნდაც შეშფოთებული განცხადება არავის მოუსმენია. ვფიქრობ, დანაშაულის ტოლფასია მისი წამქეზებელიც და დამდგმელი რეჟისორიც. უმთავრესია ხელისუფლების სწორი ქმედება, სამართლებრივი შეფასება. დანაშაულს შესაბამისი გამოძიება სჭირდება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,096 ნახვა