Uncategorized

დონალდ ტრამპის შვილმა ბაიდენის ადმინისტრაციას იმბეცილები უწოდა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის გამო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში იმბეცილები არიან, ვინაიდან უკრაინას ნება მისცეს, რომ მან დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად გამოიყენოს.

„სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, როგორც ჩანს, სურს დარწმუნდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება მანამ, სანამ მამაჩემს გაუჩნდება შესაძლებლობა დაამყაროს მშვიდობა და გადაარჩინოს სიცოცხლეები. სამი მილიარდი დოლარის შოვნაა საჭირო. ეშმაკმაც დაწყევლოს ცხოვრება! იმბეცილებო!“, – დაწერა ტრამპმა უმცროსმა.

ცნობისთვის, გუშინ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,805 ნახვა