Uncategorized

ირაკლი კობახიძე: ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის საქართველოს მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობა და ამოცანა

ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის საქართველოს მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობა და ამოცანა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც განხილული იყო სამთავრობო პროგრამით განსახორციელებელი პროექტების დეტალები.

„განვიხილეთ კონკრეტული მეგაპროექტების დეტალები, რომლებიც არის დაანონსებული და უნდა განხორციელდეს შემდეგი წლების განმავლობაში. ასევე ვმუშაობთ ძალიან საინტერესო საინვესტიციო პროექტებზე. მთელ რიგ შემთხვევებში საქმე უკვე ბოლომდე არის მიყვანილი და ძალიან მალე ანონსიც გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,943 ნახვა