პოსტები სოციალური ქსელიდან

ლევან კოჭლოშვილი: რადიკალების სალოცავია ბრიუსელი, ხალხის უმრავლესობის რჩეული ხელისუფლებისთვის კი სალოცავია ქრისტეს ეკლესია. საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს მმართველი პარტიის ის შედეგი, რომელიც მიიღო არჩევნებში

ერთი რამ ცხადია, რომ რადიკალური ოპოზიციის სალოცავია ბრიუსელი, ქართველი ხალხის უმრავლესობის რჩეული ხელისუფლებისთვის კი სალოცავია ქრისტეს ეკლესია. მათი ზნეობრივი სახეა რამდენჯერმე გათხოვილი კაცი მიხეილ როთი, ჩვენი სულიერი წინამძღოლი კი საქართველოს თვითმყოფადობის გარანტი, 91 წლის ბრძენი პატრიარქია, რომელსაც უსამშობლო აგენტები ქვეყნის მთავარ მტრად მიიჩნევენ, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.

მისივე თქმით, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს მმართველი პარტიის ის შედეგი, რომელიც მიიღო ისტორიულ არჩევნებში.

„მას შემდეგ რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ოპოზიციას პარლამენტში ქვეყნის სასიკეთო საქმიანობისკენ მოუწოდა, მისი უწმინდესობის მოწოდების პარალელურად, კოლექტიური ნაცმოძრაობის ოთხივე რადიკალურმა დაჯგუფებამ ანტისახელმწიფოებრივი აქცია დაგეგმა და რეგიონებიდან მოსახლეობის ჩამოყვანის მიზნით დიდძალი თანხის მობილიზება განახორციელა.

ერთი რამ ცხადია, რომ რადიკალური ოპოზიციის სალოცავია ბრიუსელი, ქართველი ხალხის უმრავლესობის რჩეული ხელისუფლებისთვის კი სალოცავია ქრისტეს ეკლესია.

მათი ზნეობრივი სახეა რამდენჯერმე გათხოვილი კაცი მიხეილ როთი, ჩვენი სულიერი წინამძღოლი კი საქართველოს თვითმყოფადობის გარანტი, 91 წლის ბრძენი პატრიარქია, რომელსაც უსამშობლო აგენტები ქვეყნის მთავარ მტრად მიიჩნევენ.

ქვეყნის მტრების ბელადია სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებში მსჯავრდადებული და ბრალდებული, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატორი სააკაშვილი, ხოლო მეორე მხარეს არის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, ფილანთროპი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 12 წლის წინ წელში გატეხა შეუზღუდავი ძალაუფლებით აღჭურვილი ფაშისტური დაჯგუფება.

შესაბამისად საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს მმართველი პარტიის ის შედეგი, რომელიც მიიღო ისტორიულ არჩევნებში“, – წერს ლევან კოჭლოშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,132 ნახვა