Uncategorized

მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება – მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არცერთ ქვეყანაში პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღი ცნობილია. პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, რომ შეიკრიბოს.

„ქართულ ოცნებას“ მოლოდინი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ სხდომას არ ჩანიშნავს, აქედან გამომდინარე, პარლამენტი ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათი დღის ვადაში შეიკრიბება.

„მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია პარლამენტს იმისთვის, რომ შეიკრიბოს. თუკი პრეზიდენტი სხდომას არ დანიშნავს, პარლამენტი უფლებამოსილი იქნება, რომ შეიკრიბოს და თავად ცნოს უფლებამოსილება 150-ვე წევრის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,780 ნახვა