Uncategorized

ნინო წილოსანი: ორი კარვით კეტავდე ქუჩებს, სახლში უვარდებოდე და საღებავს სახეში ასხამდე ადამიანებს, ტერორისა და აპოკალიფსის შიშში აცხოვრებდე საკუთარ მოქალაქეებს, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული პოლიტიკოსების არჩევანია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციის აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეს აქციები და მთლიანად ოპოზიციის გეგმა არაფერია თუ არა რამდენიმე ასეული ემოციურად დაზიანებული ადამიანის ყალბი პროტესტი. ორი კარვით კეტავდე ქუჩებს, სახლში უვარდებოდე და საღებავს სახეში ასხამდე ადამიანებს, ტერორისა და აპოკალიფსის შიშში აცხოვრებდე საკუთარ მოქალაქეებს, უფრო ფართო ჭრილში – კი აზიანებდე ქვეყანას და მოითხოვდე ევროინტეგრაციის შეჩერებას, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია. რამდენადაც უცნაური კომპოზიცია არ უნდა იყოს, ბოროტებისა და უგუნურების გაერთიანებას წარმოადგენს ჩვენი ოპოზიცია“, – წერს წილოსანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,925 ნახვა