Uncategorized

Bloomberg: უკრაინის მოკავშირეები სულ უფრო აღიარებენ, რომ კიევს მოსკოვთან კომპრომისზე წასვლა მოუწევს

J

უკრაინის მოკავშირეები სულ უფრო აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან კომპრომისზე წასვლა მოუწევს და უბიძგებენ მას, რომ მოსკოვი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, უკრაინის მოკავშირეები, რომლებსაც ომის დასრულება სურთ, სულ უფრო უბიძგებენ ზელენსკის, რათა მან რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი გზები გამონახოს.

„ორმა ევროპელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ იმ ფაქტის აღიარება, რომ ზელენსკის პუტინთან კომპრომისზე წასვლა მოუწევს, იზრდება“, – წერს სააგენტო.

უკრაინის მოკავშირეების მოულოდნელად გაჩენილი მოთხოვნა კონფლიქტის დარეგულირების კუთხით განპირობებულია იმით, რომ მათ სურთ დაასწრონ დონალდ ტრამპს, სანამ ის აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება და მკვეთრად შეამცირებს უკრაინის დახმარებას, დასძენს სააგენტო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,943 ნახვა