საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო – ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე აიტვირთა.
საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. მთავარი მიზანი ახალი არჩევნების დანიშვნაა. სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელს ეკა ბესელია წარადგენს.
პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
პარალელურად, ანალოგიური შინაარსის სარჩელით საკონსტიტუციოს 30-მა დეპუტატმაც მიმართა
Facebook Comments Box