Uncategorized

გიორგი კახიანი: ოპოზიციის გადასაწყვეტია შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მათ დიდ ნაწილს ჩვენ პარლამენტში ვიხილავთ იმიტომ, რომ ეს სცენარიც ნანახი გვაქვს

ოპოზიციის გადასაწყვეტია შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში, – განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მათ დიდ ნაწილს ჩვენ პარლამენტში ვიხილავთ იმიტომ, რომ ეს სცენარიც ნანახი გვაქვს.

არაერთხელ გვინახავს, როდესაც საკუთარი სიტყვის წინააღმდეგ წასულან ისინი. ზუსტად ოთხი წლის წინ ეს პერიოდი მახსენდება, როდესაც კიდევ უფრო მეტი მონდომებით საუბრობდნენ ისინი იმაზე, რომ თითქოს პარლამენტში არ შემოვლენ, ვინც შემოვა იქნება პუფი დაა.შ.

ისიც ვიხილეთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში მათი უდიდესი იყო პარლამენტის წევრი. სცენარი დაახლოებით იგივე იქნება, ეს დამოკიდებულია დროზე“,- აღნიშნა გიორგი კახიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,826 ნახვა