Uncategorized

მე -11 მოწვევის პარლამენტმა დეპუტატთა ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ცნო

88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ – მე -11 მოწვევის პარლამენტმა დეპუტატთა ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ცნო. ასევე, კენჭი ეყარა იმ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობას, რომლებიც მანდატებზე ამ დრომდე უარს ამბობენ.

უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ გახსნა.

რეგისტრაცია 89 წევრმა გაიარა. სხდომას არ დაესწრო ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.

დღევანდელ სხდომაზე ჩამოყალიბდება ფრაქციები, დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და სხვა მოადგილეებს აირჩევენ, რისთვისაც 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საკმარისი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,952 ნახვა