პოლიტიკა

ლევან კოჭლოშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი ერთგული და ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია. როგორც ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი, ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა

x

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად “ხალხის ძალის” პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. განსაკუთრებული ემოცია მქონდა, როდესაც მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილების შესახებ გავიგე, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი ერთგული და ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი, როგორც ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი, ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

„საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად “ხალხის ძალის” პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. განსაკუთრებული ემოცია მქონდა, როდესაც მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილების შესახებ გავიგე, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი ერთგული და ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია. მქონდა ბედნიერება, მემუშავა მიშასთან ერთად. მისთვის სამი უმაღლესი ფასეულობაა – ოჯახი, რწმენა, სამშობლო. აი ამ უმთავრესი ღირებულებების მქონე ადამიანი გამოირჩევა შესაშური ენთუზიაზმით და მასზე დაკისრებული მოვალეობის განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მონდომებით შესრულებით, რომელიც, როგორც ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი, ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. სახელმწიფოს ამ სამი უმთავრესი ფუნდამენტის შენარჩუნების საქმეში კი პრეზიდენტის როლი უმნიშვნელოვანესია. გილოცავ მიშა და ვულოცავ საქართველოს!“, – წერს ლევან კოჭლოშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,826 ნახვა