Uncategorized

პარლამენტი დღეს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს

პარლამენტში პრემიერობის კანდიდატს განახლებულ გუნდთან ერთად ელიან. საკანონმდებლო ორგანო დღეს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს.

როგორც ითქვა, სამთავრობო პროგრამა ყველა იმ საჭიროებასა და გამოწვევას პასუხობს, რომელიც ქვეყანაში დგას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინიციატივით, განათლება და მეცნიერება კვლავ ცალკე უწყებაა, კულტურა და სპორტი – ცალკე. ამ სფეროებს ალექსანდრე წულაძე და თინათინ რუხაძე იბარებენ.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება – იუსტიციის სამინისტროს ანრი ოხანაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,826 ნახვა