პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე შარლ მიშელის განცხადებაზე: “რევოლუციონერებმა”, ვინ კითხავს შარლ მიშელს, ჩვენ დაკვეთა გვაქვს შესასრულებელიო, მიღებულია დასავლური ფული, მას კი ათვისება უნდა

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი 2030 წელს ახალი წევრების მისაღებად მზად უნდა იყოს.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ოპოზიციონერებს, ამ განცხადების მიუხედავად, თავიანთი დაკვეთა აქვთ შესასრულებელი, ვინაიდან დასავლეთიდან მიღებულ ფულს ათვისება სჭირდება.

“ნახეთ რას ამბობს ეგ შარლ მიშელი! “რევოლუციონერებმა” კიდევ ვინ კითხავს შარლ მიშელსო. ჩვენ დაკვეთა გვაქვს შესასრულებელიო. დიახ, უეჭველია მიღებულია დასავლური ფული, მას კი ათვისება უნდა.” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,146 ნახვა