“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიძინა გიორგობიანი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრის და უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ იმნაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილს ეხმიანება, სადაც ის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: “გიბრძანებ, ბიძინა ივანიშვილო, დათმე ძალაუფლება და წადი მშობლიურ რუსეთში”.
გიორგობიანის განცხადებით, იმნაძე 1991 წელს პუტჩის მხარეს დადგა და როგორც ჩანს, ღალატი ისეთი თვისებაა რაც არ იკურნება. “
აი ეს კაცი 1991 წელს დაგვიპირისპირდა და პუტჩის მხარეს დადგა, რასაც ცოტა ხნის წინათ თითქოს ნანობდა კიდეც (ლინკი ქვემოთაა მოცემული) სატელევიზიო ინტერვიუში. როგორც ჩანს ღალატი ისეთი თვისებაა, რაც არ იკურნება.” – წერს ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში.