პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ლიბერალების ბულინგზე: ვხედავთ, რამხელა ზიზღი, შეურაცხყოფა მოდის მათი მხრიდან, რაც ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ და ამას უკვე ყველა აცნობიერებს – ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება

KAZAN, RUSSIA, 22 APRIL: Under 63kg medallists L-R: Silver; Kathrin Unterwurzacher of Austria, Gold; Tina Trstenjak of Slovenia, Bronzes; Anicka Van Emden of the Netherlands and Ekaterina Valkova of Russia during the 2016 Kazan European Judo Championships (21-24 April) at the Tatneft Sports Palace, Kazan, Russia. (Photo by David Finch/Getty Images) *** Local Caption *** Kathrin Unterwurzacher;Tina Trstenjak;Anicka Van Emden;Ekaterina Valkova

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვარლამ ლიპარტელიანი, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ლიბერალური წრის მიერ წარმოებულ ბულინგის კამპანიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა კარგად ხედავს იმ ზიზღს და შეურაცხყოფას, რაც მათი მხრიდან მოდის. როგორც ლიპარტელიანმა განაცხადა, ლიბერალების ბულინგმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც მათ იმიჯს აზიანებს, ხოლო კვარაცხელია მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება და მსგავსი კამპანიით ვერაფერს დააკლებენ.

“ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის მათი მხრიდან. ეს, პირველ რიგში, მათ აყენებს ზიანს და მათთვის არის დამაზიანებელი, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, ეს უკვე თითქოს ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ და ამას ყველა ხვდება და ყველა აცნობიერებს უკვე. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ იმიჯს აზიანებს. ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე იგი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება.” – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,928,569 ნახვა