გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი კრისტოფერ რეი თანამდებობიდან გადადგა, რასაც დონალდ ტრამპმა „ამერიკისთვის დიადი დღე“ უწოდა.
რეი სააგანტოს ხელმძღვანელად 2027 წლამდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ის თანამდებობას დატოვებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დონალდ ტრამპმა ამ პოსტზე კანდიდატად თავისი მომხრე კეშ პატელი დაასახელა.
„მე ვიმუშავებ ახლანდელი ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე, იანვარში კი, გადავდგები. ეს საუკეთესო გზაა, რომ ბიურო კონფლიქტში არ იქნას ჩათრეული“,-განაცხადა რეიმ თავის თანამშრომლებთან შეხვედრისას.
ტრამპი ამ ნაბიჯს მიესალმა . სოციალურ ქსელ Truth Social-ში მან განაცხადა, რომ რეი ბოროტად იყენებდა თავის უფლებებს და უდანაშაულო ამერიკელებს ემუქრებოდა. ტრამპმა ასევე გაიხსენა მის სახლში ჩატარებული ჩხრეკები , რომელსაც რეი ხელმძღვანელობდა.