ლორა თორნტონს შეუძლია, ეს ნივთიერება თვითონ დაყაროს თავის სახლთან და ისიამოვნოს ამ ყველაფრით, ეს უზრდელობა და მორალს ზღვარს ქვემოთ დაშვება იქ გააკეთოს, სადაც მისი ქვეყანა და მისი სამშობლოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი გამოეხმაურა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებას, რომლითაც თორნტონმა ქართველ ფერმერებს, პროტესტის ნიშნად, სამთავრობო შენობებთან ნაკელის დაყრისკენ მოუწოდა.
„„მაკკეინის ინსტიტუტის“ ეს წარმომადგენლები საკუთარ უზნეობაში ასწრებენ ერთმანეთს, ცალკე ზურაბიშვილი, ცალკე ეს ქალბატონი. მას შეუძლია, ეს ნივთიერება თვითონ დაყაროს თავის სახლთან და ისიამოვნოს ამ ყველაფრით. ეს უზრდელობა და მორალს ზღვარს ქვემოთ დაშვება იქ გააკეთოს, სადაც მისი ქვეყანა და მისი სამშობლოა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.