Uncategorized

სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 თებერვალსა და 1-2 მარტს საქართველოში, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 თებერვალსა და 1-2 მარტს საქართველოში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10, აღმოსავლეთ საქართველოში -7, -12, მთიან რაიონებში -13, -18, ხოლო მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო მაღალმთიან ზონაში კი ზვავსაშიშროება შენარჩუნდება.

თბილისში ღრუბლიანი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსი იქნება. უახლოეს დღეებში კვლავ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა