მედიცინა

“შაქარი მარგებელი“ ჯანმრთელობისკენ მიმართული ახალი არჩევანია

ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტში, 4 დეკემბერს, სამეცნიერო კონფერენცია – „საუნივერსიტეტო კვლევები ჯანდაცვის ეროვნული სისტემისთვის“ გაიმართა, სადაც განხილულ იქნა ჯანდაცვის სისტემის განვითარებისათვის საჭირო სამეცნიერო მონაცემების ინტეგრაციის მნიშვნელობა.

კონფერენცია გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, რომელმაც წარმოადგინა 2025 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევები და ინსტიტუტის უახლესი სამეცნიერო მიღწევები. 

გამოყენებითი მეცნიერებების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნუგზარ ჯოგლიძემ წაიკითხა მოხსენება ბუნებრივი ალტერნატიული შაქრის — „შაქარი მარგებლის“ — ქიმიურ შემადგენლობასა და ფიზიოლოგიურ მოქმედებაზე. მისი განცხადებით, პროდუქტი შეიცავს 99% ტრეჰალოზა  და 1% სუკრალოზას, რაც განაპირობებს მის დაბალ კალორიულობას, ნელ აბსორბციას და სისხლში გლუკოზის დონის არამამატებელ ეფექტს.

 „შაქარი მარგებლის“ ძირითადი უპირატესობები მოიცავს: ლიპიდური და ნახშირწყლოვანი ცვლის გაუმჯობესებას; ქოლესტერინის დონის რეგულაციას; გამოხატულ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას; კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულირებას; ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის პრევენციულ პოტენციალს; უსაფრთხოებას ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის; კბილების დაცვას კარიესისგან სუკრალოზის მეშვეობით.


მედიცინის დოქტორი, ნინო გულუა „შაქარი მარგებელს“ უმაღლეს ექსპერტულ შეფასებას აძლევს.

მისი განცხადებით, პროდუქტი გამოირჩევა მაღალი სიტკბოთი, ბუნებრივი წარმოშობითა და კლინიკურად დამტკიცებული უსაფრთხოებით, რაც მომხმარებელს ტრადიციული შაქრის შემცირების საშუალებას აძლევს გემოს თვისებების შენარჩუნებით. დოქტორი გულუას შეფასებით, „შაქარი მარგებელი“ წარმოადგენს ინოვაციურ და ჯანმრთელობის მიმართ უფრო პასუხისმგებლიან ალტერნატივას, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად დაეხმაროს მოსახლეობას კალორიული მიღების ოპტიმიზაციაში და ჯანსაღი კვებითი რეჟიმის მხარდაჭერაში.

 ბიზნეს-მრჩეველმა, ია ბახტურიძემ, რომელმაც პროდუქტს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სარეალიზაციო იერი შესძინა, აღნიშნა, რომ „შაქარი მარგებელი“ სუფრის შაქარზე ექვსჯერ ტკბილია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, იგივე სიტკბო ექვსჯერ ნაკლები კალორიული დანახარჯით მიიღოს.

პროდუქტი უკვე წარმოდგენილია „გუდვილის“, „გვირილას“, „ფრესკოს“ და „აგრომანიის“ სავაჭრო ქსელებში, ხოლო მისი გამოყენება ეტაპობრივად გავრცელდება როგორც საკონდიტრო წარმოებაში, ისე სასმელების ინდუსტრიაში.

კონფერენციის დასრულებისას, მონაწილეებმა დააგემოვნეს „შაქარი მარგებელზე“ დამზადებული სასმელები და ტკბილეული, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.