რელიგია

გარდაიცვალა რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.

რომის პაპი ფრანცისკე მძიმე პნევმონიით რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ ის საავადმყოფოდან გაწერეს.

ვატიკანში, სააღდგომო მესას პაპი ფრანცისკე გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაუძღვა, რაც მისი პონტიფიკოსობის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო. წირვა კარდინალმა ანჯელო კომასტრიმ ჩაატარა, თუმცა პაპი მორწმუნეების წინაშე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოჩნდა და მათ აღდგომის დადგომა მიულოცა. ტრადიციული ურბი ეთ ორბი მიმართვა ქალაქსა და მსოფლიოს კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაუკითხა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა