„ტელეგრამ“ არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც გარი კასპაროვის და პეტრო პოროშენკოს სახელით, რუსმა პრანკერებმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ყოფილ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს დაურეკეს.
მასალის მიხედვით, პრანკერები დაინტერესდნენ ვინ დგას საქართველოში მიმდინარე პროტესტების უკან, რომელიც უკვე მეხუთე თვეა არ წყდება, ასევე განიხილეს ამერიკის საგარეო პოლიტიკა და მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები.
გავრცელებული ვიდეოში, კითხვებზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ თანხები მოდიოდა USAID-ისგან ან ევროპული ფონდებიდან. ევროპელები კი საკმაოდ ნელა მოქმედებდნენ. ექსპრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციას , ასევე ოპოზიციურად განწყობილ რეგიონულ და ცენტრალურ მედიას ახლა კრიტიკულად აკლია თანხები.
პრანკერები დაუკავშირდნენ უჩა ნანუაშვილსაც – ყოფილ სახალხო დამცველს, რომელიც ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელობს. პრანკერების ინფორმაციით, ნანუაშვილმა მათ დასაფინანსებლად რამდენიმე პროექტი გაუგზავნა. გავრცელებულ ჩანაწერში ყოფილი ომბუდსმენი რუსთაველზე განვითარებულ პროცესებზე საუბრისას ამბობს, რომ ჰყავთ ისეთივე არაოფიციალური ქვედანაყოფი, როგორიც უკრაინაში მაიდნის მოვლენების დროს იყო.