უცხოური მედია

ვიტალი კლიჩკო – უკრაინას, შესაძლოა, ტერიტორიების დათმობა მოუწიოს. არ არის სამართლიანი, მაგრამ დროებითი მშვიდობისთვის ერთადერთი გამოსავალია

უკრაინას, შესაძლოა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების დათმობა მოუწიოს, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ერთ-ერთი სცენარი არის ტერიტორიის დათმობა. ეს არ არის სამართლიანი, მაგრამ დროებითი მშვიდობისთვის, შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა კლიჩკომ.

კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი „არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ ოკუპაციას“. კლიჩკოს თქმით, მშვიდობის მისაღწევად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, შესაძლოა, „მტკივნეული გადაწყვეტილების“ მიღება მოუწიოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა