უცხოური მედია

ვოლოდიმირ ზელენსკი – ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების შემდეგ, ზოგიერთ ქვეყანას ენდომება, რუსებთან პირისპირ დავრჩეთ, მაგრამ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან იმ სიგნალებზე ისაუბრა, რომლებიც აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის „სამშვიდობო“ მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლაზე მიუთითებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ცეცხლის შეწყეტაზე შეთანხმების სირთულეზე მიუთითა.

„წარმოიდგინეთ, ყველას ესმის ტერიტორიების, სანქციების საკითხები – ეს რამდენად რთული იქნება. ამიტომ, არსებობს ისეთი სიგნალები, რომ, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, ზოგიერთ ქვეყანას ენდომება, რუსებთან პირისპირ დავრჩეთ“, – დასძინა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება, „რადგან ბევრი საკითხია, რაც მათთან კავშირშია“.

მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის „შუამავლის როლზე“, თუ მშვიდობის მიღწევის კუთხით პროგრესი არ იქნება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა