პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია დათა თავაძის სპექტაკლზე: ამაზრზენია და გულისამრევი ეს ყველაფერი – საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებებს, რეალურად რა ჯგუფები მოქმედებენ დღეს ეროვნულობის, ღირსების, თავისუფლების, ქვეყნისა და ეკლესიის სიყვარულის სახელით

ამაზრზენია და გულისამრევი ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვიხილეთ,- ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი „ლიბერტე“, რომელიც რელიგიური გრძნობებს შეურაცხყოფს, ლგბტ პროპაგანდის შინაარსის მატარებელია და უცენზურო გამონათქვამებს შეიცავს. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებებს, თუ რეალურად რა ჯგუფები მოქმედებენ დღეს ეროვნულობის, ღირსების, თავისუფლების, ქვეყნისა და ეკლესიის სიყვარულის სახელით.

„საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებებს, რეალურად რა ჯგუფები მოქმედებენ დღეს ეროვნულობის, ღირსების, თავისუფლების, ქვეყნისა და ეკლესიის სიყვარულის სახელით. არ დაგვავიწყდეს, რომ აქ უკვე ეს დაჯგუფებები დღესასწაულებზე გალობენ ქაშვეთის ეზოში სამარცხვინოდ “, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა