პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს. საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ვალდებული სამსახურები საქმის კურსშიც კი არ ჩააყენა?!

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს მიერ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხეზე გაკეთებულ განცხადებასა და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოხმაურების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„რისი ეჭვიც მქონდა ეგ არის ზუსტად… ანუ, ჯერ განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომ ისე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს… ანუ, საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ვალდებული სამსახურები საქმის კურსშიც კი არ ჩააყენა?!

P.S. უკაცრავად, ვაშინგტონში საქართველოს აშავებს “ჰელსინკის ნაძირალათა კავშირი” და თბილისში ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ავლენს შტატების საელჩო – ეს ვითომ დამთხვევაა?!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, სუს-ის მიერ აშშ-ის საელჩოს საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა