რეჟისორ დათა თავაძის მიერ დადგმულ სკანდალურ სპექტაკლს პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ეხმაურება:
„ფოტოზე ვართ მე და ცნობილი მსახიობი, ,,სამეფო უბნის თეატრის” დამფუძნებელი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ბატონი მერაბ თავაძე. რას წარმოვიდგენდი, რომ, ოდესმე, ამ გვარის ხსენების შემრცხვებოდა?
ბატონი მერაბი 1993 წელს ზუგდიდში გავიცანი. მაშინ, სამეგრელო გახლდათ უღმერთოდ დევნილი პრეზიდენტის ბატონი ზვიადის თანამებრძოლების თავშესაფარი… ქალბატონ იზასაც ვიცნობდი. საავადმყოფოშიც ვინახულე, დაუძლურებული, სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე… მერე იყო და, ჩემი დაბადების დღის ნამცეცობაზე მეწვია, 8 აპრილს, ლია გუდაძესთან და მანანა გაბაშვილთან ერთად. ეს ფოტოც მაშინ გადავიღეთ. შემდეგ, თავის დაარსებულ თეატრში მიმიწვია რომელიღაც სპექტაკლის პრემიერაზე. მოგვიანებით გავიგე, რომ ის უბადრუკი პიესა ბუღაძეს ეკუთვნოდა. მოკლედ, ,,პიესა” სატანის დაწერილს ჰგავდა და სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ტაში რომ არ დავუკარი და ჩემი აზრი ბატონ მერაბსგავუზიარე, ძალიან ეწყინა. მას შემდეგ არ მინახავს,
მაგრამ, მის ოჯახს ,,დროებით” ირინა სარიშვილი რომ ,,გაეპატარძლა”, არ გამკვირვებია, უარესს მოველოდი… და აი, უარესიც მოხდა! ქართული თეატრი რომ პორნო-თეატრებად გადაქციეს თანამედროვე რეჟისორებმა, არახალია. სატელევიზიო სერიალებიც რომ უხამსობისა და ბილწსიტყვაობის უხეირო, უგემოვნო ნაზავია, არც ეს გახლავთ ახალი ამბავი. მოვიდა, დრო, რომ ქართველმა ერმა ხმა ამოიღოს და ბოლო მოუღოს აღვირახსნილებას, რაც საქართველოში დამკვიდრდა!
სიმართლე გნებავთ? კი, ბატონო! არტისტები არ წარმოადგენენ ქვეყნის ელიტას, პირიქით, საზოგადოების დაბალ ფენას მიეკუთვნებიან. ეს არ გახლავთ დამამცირებელი, ეს, უბრალოდ, სიმართლეა.
ამის ნათელი მაგალითია 90-იანი წლები, როდესაც ხელისუფლების დამამხობელთა ავანგარდში, სწორედ მსახიობ-რეჟისორ-ჯამბაზები სჭარბობდნენ! ოდესღაც, დიახაც ბრწყინავდნენ სახელგანთქმული ქართველი რეჟისორები, ეროვნულები, ძლიერები, ლამაზები… მაგალითად, სანდრო ახმეტელიც საკმარისია!ძლიერი, მამაცი, არაჩვეულებრივი აღნაგობის მსახიობებიცმრავლად გვყავდნენ, მაგალითად გიორგი შავგულიძის დასახელებაც საკმარისია და, მაინც, ეს არ არის ელიტა.
საქართველოს უნდა ჰყავდეს ელიტა, რომელიც ჩამოშალეს, დაამცირეს, გაანადგურეს! სადღა არიან ელიტარული მეცნიერები? ისტორიკოსები, გეოგრაფები, იურისტები, ეკონომისტები, მწერლები და სხვანი?!. სად გაქრა არისტოკრატია?!. სად გაქრნენ დიდი საეკლესიო მოღვაწეები?!.
მაშ, ვიღაც ავადმყოფი დათა თავაძის საქირქილო გახდა ქრისტეს ნათელით მადლმოსილი საქართველო?!. ვიღაც ნიფხავჩახდილმა ავაზაკმა უნდა დაასამაროსვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის ქვეყანა?!. საზოგადოების გამრთობმა ფენამ უნდა იზეიმოს ელიტაზე?ის დროა, ყველა ეკლესია ზარს უნდა არისხებდეს!
ის დროა, ეკლესია-მონასტრები ქუდზე კაცს უხმობდნენ! კუბოებს რომ დაათრევდნენ ქვაშვეთის ტაძრის წინ და ჩხიბაობდნენ, მე, სხვა მცირედთან ერთად, დიახაც, ხმა ავიმაღლე, მაგრამ, რა შედეგი მივიღე? არავითარი!..
სინდისი პატარა ღმერთია! – გვითხრა მამა გაბრიელმა. სად დაკარგეთ სინდისი, თქვე უღმერთოებო! საუკუნის დასაწყისიდან პორტირებულო ბოლშევიკებო! ქართველთმჟლეტი ლევან ღოღობერიძის ნაშიერებო! შემირცხვენია თქვენი წინაპრები! შემირცხვენია თქვენი ოჯახები!
დაგვიჩემებია: ამის შვილია! იმის შვილიშვილია! თქვენც, ახლა, კოტე აფხაზის, ვაჟა-ფშაველას ან ვანო მაჩაბლის შთამომავლები არ იყოთ, რა!.. ლაგამაწყვეტილი გოიმები და ქაჯები ხართ! ერისგან მოქნეული მათრახი თუ დაგაოკებთ თქვენ, იუდასეულ ოცდაათ ვერცხლზე გაყიდულებო!თქვენც ცხენის კუდზე გამოსაბმელები და სათრევები ხართ, იქედნეთა მიერ შეთითხნილ პიესებზე დადგმულ ე. წ, სპექტაკლებს რომ ესწრებით და ტაშს უკრავთ! დიახ, არანაკლები გოიმები და ქაჯები ხართ! დაე, ქვად იქეცით!
თინათინ მღვდლიაშვილი
P.S. ვიღაც უმეცრები კომენტარებში მეტლიკინებიან, მაგრამ, ქრისტესთან ერთად არაფრის მეშინია! მეც გვიან მივედი ქრისტესთან, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ მასთან ბრძოლა არავის მოუგია! პირიქით, ჩემთვის დიდი პატივია ქრისტეს თანადგომა. რას მოვესწარი! მადლობას გიხდით ამ სიხარულს რომ მაზიარეთ.
დიდება უფალს!
ქრისტე ჩვენს გულებში!
__________
ბოლოკუდა:
რა ვქნა, ვიდეო ვერ გამოვაქვეყნე. ვერ შევძელი! იმდენად ამაზრზენია, არა და ვერა! თავად მე, ერთი ცოდვილი პოეტი ქალი ვარ, მაგრამ, რასაც თქვენ კადრულობთ, იმ ცოდვისგან, უფალმა დამიფაროს! მომკლას და ის დღე არ გამითენოს!
ვიმეორებ: ნათქვამი ისე არ გამიგოთ, რომ თავი მამა აბრაამის ბატკანი მგონია. არა და არა! მაგრამ, იესო-ქრისტეს საქვეყნოდ დაცინვა და გინება დედა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში?!.ჯვარი მწერია! არა და არა! არა და არა! არა და არა!
დავით სარაჯიშვილმა ბრძანა: მიზანი არაფერია, მთავარია მოძრაობა!” ჰოდა, მეც ავმოძრავდი და სილა გაგილაწუნეთ! აი, ასე!
მოკლედ: მებრძოლ უღმერთოთა კავშირის თანამედროვე კოლონა მეტისმეტად გარუსდა, გაავდა, გათავხედდა, გაარტისტდა! გაასპიტდა! რადგან: „კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბიმართლად ვალს”
თინათინი – 2025 წელი, 7 მაისი
