პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია- შეირყა მთელი სამყარო, არა მე მოვიგე მეორე მსოფლიო ომი, არა მეო… არა და, ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომი – სტალინმა და საბჭოთა ხალხმა მოიგო!

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულს!

შეირყა მთელი სამყარო! არა მე მოვიგე მეორე მსოფლიო ომი, არა მეო… არა 8 მაისს გავიმარჯვეო… არა 9 მაისსო… განსაკუთრებით წუხან რუსები… რას გვეცილება ეს ამერიკა და ბრიტანეთი ფაშიზმზე გამარჯვებაშიო?!

არა და, ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომი – სტალინმა და საბჭოთა ხალხმა მოიგო!

რა ვიცი, მაინც დავაზუსტებ. სტალინმა გაიმარჯვა და საბჭოთა ხალხმა!

რა გააკეთა სსრკ-ს სამართალმემკვიდრე რუსეთის ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ვერავის გაებედა ამ ისტორიული ჭეშმარიტების აპელირება?!… არც არაფერი… “ პრაфუკალი”, როგორც თავად ამბობენ ხოლმე!

უსმენ, უყურებ, კითხულობ… არც სტალინის ხსენებაა, არც ბერიას მიერ ჩატარებული საოცრების- ელვისებურად, სამხედრო ინდუსტრიის რელსებზე სახელმწიფოს გადაყვანის ისტორიას ახსენებენ.აი, სუფთა დემენციურ- ამერიკულ პოლიტიკას აწვებიან..

უზარმაზარი იმპერია, სამხედრო ინდუსტრიით, ატომური ბომბით, გამარჯვებული ხალხით, გადანაწილებული მსოფლიო რუკით დაუტოვა რუსეთს სტალინმა! … და რა მერე?! არც არაფერი. 72 წელი მოანდომეს სტალინის და მისი ნაშენები სიძლიერის ნგრევას!

თავზე დაისვეს უწიგნური, “ დურაკი”, მართული ხახოლი- ნიკიტა ხრუშჩოვი. ტაშის კვრით გამოაცხადებინეს “ პიროვნების კულტი”, გააყალბებინეს ისტორიული ფაქტები, ციხეებიდან გამოაშვებინეს მოღალატე ფაშისტი ბანდერას მიმდევრები… ჰო, კიდევ, გვერდზე მიუწვნენ ამერიკა- ევროპასთან ბოზი კურდღელივით გაგორებულ ამ რეგვენს!

ასობით მილიონმა რუსმა საჯიჯგნად მიუგდო “ დემოკრატიის მამებს” დიდი ბელადი… ამბობენ, ჩუმად ტიროდა ხალხიო… იქ რუსეთში.

სამ მილიონიანმა საქართველომ მაშინაც, ხრუშჩოვის რეჟიმის პირობებშიც გააგონა თავისი ხმა მსოფლიოს! 9 მარტს 1956 წელს, 9 მაისის გამარჯვების და სტალინის დასაცავად უმანკოთა სისხლით შეიღება მტკვარი… ხრუშჩოვმა ქართველი სტუდენტები და მოსწავლეები ჩახოცა! გულზე აკრული სტალინის სურათები ქართული გულების სამიზნედ გამოიყენა ღორიშვილმა.

რუსეთი კი დუმდა… როგორც ყოველთვის! ხრუშა ნიკიტას ღრუტუნს უსმენდა.

დღესაც სტალინს ედავებიან ეკლესიების და სამღვდელოების დევნას. იმ სტალინს, რომელმაც ფრონტის ხაზზე, ჯარის სანუგეშებლად გაუშვა ეპისკოპოსები, მოსკოვის თავზე ყაზანის ღვთისმშობლის ხატი შემოატარა…

… რა გააკეთა რუსეთის დღევანდელმა ხელუსუფლებამ, თუნდაც ამ ბრალდების მოსახსნელად?! არც არაფერი…

თავად კი, ფაუჩის და ფაშისტების პანდემიის ბლეფს აჰყვა, მეოთხედი მსოფლიო “ სპუტნიკით” აცრა, დიდი ფული იშოვა და ხალხს ეკლესიის კარებებიც გამოუკეტა!!!… წირვა- ლოცვა აუკრძალა!!! სრულიად 140 მილიონიან რუსეთში!

ჩვენთან კი, 3- მილიონიან საქართველოში, მიუხედავად შანტაჟისა, დაშინების და მუქარისა, ყველა სალოცავის კარი ღია იყო! “ საერთო” კოვზითაც ვეზიარეთ და კიდევ ერთხელ დავდექით მართლმადიდებლობის დასარაჯოზე!

აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე არაფერს ვიტყვი… ეს ცალკე თავია ამერიკულ- რუსული, ელცინისეული კრეტინიზმის!

არც იმაზე, ნეოლიბარალურ- ნეოფაშისტური იდეოლოგია, ფულთან, სახაროვებთან, ნოვოდვორსკაიასთან, ბუკოვსკისთან ერთად, რუსეთიდან რომ შემოდიოდა საქართველოში! დიახ, რუსეთში ასე მსუყედ და კომფორტულად ადაპტირებული ფონდებიდან! ჯერ მარტო “ ელცინის ფონდი” რად ღირს… უი, ისიც რად ღირს, დღესაც რუსეთიდან შემოსული ფულებით რომ ფინანსდება ქართული აგენტურა. დიახ, ხოშტარიაზე, ნაყოფიაზე და სხვა მრავალზე ვუბნობ!

P.S.

რატომ გადავწყვიტე ამ ყველაფრის დაწერა?!..

❗️ვოლგოგრადის აეროპორტს სტალინგრადი უწოდეს ორიოდ დღის წინ❗️

აუფ!!! დააფასეს სტალინის ღვაწლი რუსეთისთვის გაღებული!

ისე, ბრძოლა, რომელმაც გერმანელი, იტალიელი, რუმინელი, ხორვატიელი, უნგრელი ფაშისტები წელში გადატეხა, სტალინგრადის ბრძოლა იყო!

რუსეთმა, ქალაქს, რომელიც გენერალი-სიმუსის, სტალინის სახელს ატარებდა, ვოლგოგრადი დაარქვა… 1961 წელს! ნიკიტა ხახოლის მიერ წარმოებული “დესტალინიზაციის” პროცესის ფარგლებში🤣 სასაცილოა ხომ?!.. სატირალიც… ნუუუ, რას იზამ, ასე იყო საჭურო ევროპა- ამერიკასთან დასაახლოებლად!…

საქართველომ კი, მიუხედავად მთელი მსოფლიოს ლიბერას- 3,14დარასტების ზეწოლისა, შანტაჟისა და ძალადობისა, სტალინის სახლ-მუზეუმი არ დახურა!

ქართველი იყო, ერთი გორელი ბიჭი იყო…მაინც…

ჰოდა, რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი!

რაღაც დირექტივები მოდის რუსეთიდან. რაღაც საზეიმო პროექტებში ითხოვენ საქართველოს ჩართვას, ჭკუას გვასწავლიან და ვიღაც ФСБ- შნიკებს გვიგზავნიან სა-9 -მაისოდ🤣 გამბედაობას გვიწუნებენ❗️

ყველამ თქვენ ბ… მამიდებს მიხედეთ!

… და ხრუშჩოვი არსად დაგეკარგოთ!

ჯერ რუსეთის და რუსი ხალხის, საკუთარი გმირების და ღირსების, ცოდვა- მადლის, ამაგის დაცვა და პატივისცემა ისწავლეთ და მერე ვნახოთ!

არავისზე ნაკლები გაიღო ქართველმა ხალხმა ფაშიზმის დასამარცხებლად! არავისზე ნაკლებად ვაფასებთ ჩვენ ვეტერანებს, ჩვენი ბაბუების ხსოვნას! პირადად მეც, ვამაყობ ჩემი კუწოთი და თომათი! ჩემი ორი მაგარი ქართველით!

დიახ!

საქართველოს არასოდეს, არაფერი შეშლია საკუთარ ისტორიასთან და საკუთარ შვილებთან!

დიდება უფალს!

დიდება და თაყვანისცემა საქართველოს!

გამარჯვების დღეს გილოცავთ!

С днём великой победы, Народ!“,-წერს ხათუნა ხოფერია .

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა