პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი – ველოდებით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას, სრულს, ხანგრძლივს, საიმედოს და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ფიქრი კარგი ნიშანია და მნიშვნელოვანი ნაბიჯია კონფლიქტის დასრულებისკენ.

„ეს კარგი ნიშანია, რომ რუსები ბოლოს და ბოლოს დაფიქრდნენ ომის დასრულებაზე. მთელ მსოფლიოში დიდი ხანია, ამას ელოდნენ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი დაადასტურებს „სრულ, ხანგრძლივ და საიმედო“ ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.

„ველოდებით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას – სრულს, ხანგრძლივს და საიმედოს – ხვალიდან, 12 მაისიდან, და უკრაინა მზადაა შეხვედრისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა