პოლიტიკა

რობერტა მეცოლა – ევროკავშირი და ჩვენი პროექტი არ არის იდეალური, ეს არის მუდმივი მიმდინარე სამუშაო, თუმცა ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, სწორედ ამიტომ, პირველები გამოვედით საქართველოსთვის, მოლოდვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებით

ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, სწორედ ამიტომ ჩვენ პირველები გამოვედით საქართველოსთვის, მოლოდვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებით და სწორედ ამიტომ განვაგრძობთ უკრაინის ევროპული მხარდაჭერისკენ მოწოდებებს თავისუფლებისთვის ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი და ჩვენი პროექტი არ არის იდეალური. ბოლოსდაბოლოს, ეს არის მუდმივი მიმდინარე სამუშაო, თუმცა ეს უნდა იყოს ერთად მუშაობის სტიმული. და როგორც დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წარმომადგენლებზე, ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო კონტინენტის დღის წესრიგის შექმნა და ამბიციური მიზნების დასახვა როგორც ჩვენი ეროვნული კანონმდებლობებისთვის, ისე ევროპისთვის. სწორედ ამ მიზნით ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. სწორედ ამიტომ ჩვენ პირველები გამოვედით საქართველოსთვის, მოლოდვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებით და სწორედ ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ევროპული მხარდაჭერისკენ მოწოდებებს თავისუფლებისთვის ამ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველაზე მკაფიო და ცალსახა დასკვნებს უკრაინასთან დაკავშირებით, იმის შესაბამისად, რაც ჩვენ ერთობლივად გავაკეთეთ ყველა ჩვენს დასკვნაში და ჩვენს შეხვედრებზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ“,- განაცხადა მეცოლამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა