პოლიტიკა

დიმიტრი პესკოვი – ევროპის მიდგომა მიმართულია ომის გაგრძელებაზე და მკვეთრად განსხვავდება მოსკოვის ან ვაშინგტონის მიდგომებისგან

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უარს ამბობს დაასახელოს დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთიდან ჩავა.

„როგორც კი პრეზიდენტი ამას საჭიროდ ჩათვლის, ჩვენ გამოვაცხადებთ“, – აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა ბრიფინგზე.

დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსული მხარე განაგრძობს მოლაპარაკებებისთვის მზადებას, რომელიც ხუთშაბათს უნდა შედგეს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, პირადად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს სტამბოლში.

გარდა ამისა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხის მიმართ ევროპის მიდგომა მიმართულია ომის გაგრძელებაზე.

„ევროპის მიდგომა არ არის დაბალანსებული. ის უფრო მიმართულია ომის გაგრძელებაზე და მკვეთრად განსხვავდება იმ მიდგომებისგან, რომლებსაც აჩვენებენ, მაგალითად, მოსკოვსა ან ვაშინგტონში“, – აღნიშნა პესკოვმა, როდესაც მას ჰკითხეს, არის თუ არა ადგილი ევროპელი ლიდერებისთვის თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა