სამართალი

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარია მიხეილ სააკაშვილს: გამოდი „ვივამედიდან“ და ჩაჯექი ერთი საათით რა, ხომ ხარ მაგარი კაცი კაცო, ნახე რა დღე გადავიტანეთ მე და ჩემებმა

მე ვიჯექი პირდაპირ ისეთ ადამიანებთან, თანამდებობის პირი ხომ უნდა გამოყონო ცალკე კამერაში, პირდაპირ მუდმივ პატიმრობა მისჯილებთან ვიყავი. გამოდი „ვივამედიდან“ და ჩაჯექი ერთი საათით რა, ხომ ხარ მაგარი კაცი კაცო, გამოდი ნახე ის რაც მე დღე გადავიტანე და ჩემებმა, – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა დავით ქანთარიამ, საგამოძიებო კომისიის სხდომიდან, სადაც მისი უფლებების დარღვევის ფაქტი განიხილება.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, უკანონო პატიმრობის დროს სტრესისა და არასწორად დანიშნული მკურნალობის გამო, მას დაემართა დიაბეტი, რამაც თირკმელი დაუზიანა და დღეს ის პირველი ჯგუფის ინვალიდია.

„უკანონო პატიმარი ვიყავი. იქ დამინიშნეს მე „აქტრაპიდი“, „ინსულტარდი“, არც მჭირდებოდა. დიაბეტი განმივითარდა პირველ დაჭერაზე სტრესის გამო. არასწორი მკურნალობის შედეგად, ჩემი დიაბეტი 600-ს სცდებოდა, სამწუხაროდ ახლაც მაქვს, რის გამოც მე დამიზიანდა ორივე თირკმელი და წელიწად-ნახევრის წინ მე გადავინერგე თირკმელი. დღეს ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი. ეს დამმართა ამ რეჟიმმა“, – განაცხადა დავით ქანთარიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა