„9 წლის წინანდელი პოსტი. ვფიქრობ, დღეს აქტუალურია“,- წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში და 2016 წლის პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს ქვოტით წარდგენას, კოჰაბიტაციის გაგრძელებას უწოდებს.
ირაკლი გოგავა . 2016 წლის 21 ნოემბერი : სააკაშვილის მინისტრის და ელჩის – პოლოლიკაშვილის გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს ქვოტით წარდგენა კოჰაბიტაციის გაგრძელებაა თუ ქართული ეროვნული ნეპოტიზმის გამოვლინება?! არ თქვათ ეხლა არ არის ნაცი, დარგის სპეციალისტიაო – სკოლაში მანდატური არ ინიშნებოდა თუ სულით და ხორცით ნაცი არ იყო. ის მაინც გვითხარით, ვისი ახლობელია დღევანდელ ელიტაში?

შეგახსენებთ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გუშინ განაცხადა: „თვითმფრინავში ვნახე Deep ვირთხების გადაწყვეტილება… 3 კვირაზე მეტია, კობახიძეს ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა“
მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ ინტერვიუს დროს პოლოლიკაშვილის განცხადებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „როდესაც გაერო-ს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ეს ძალიან საინტერესოა, კონკრეტულ ტერმინებს აღარ გავიმეორებ, რაც მან გამოიყენა. აღარ მინდა, შევიდე დეტალებში, რა იყო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ მესიჯმა, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.