ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ოპოზიციას არის ის, რომ მათ არ ჰყავთ არც ერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა, არც ერთი ასეთი პოლიტიკოსი არ არის ოპოზიციაში, – განუცხადა ბუდაპეშტში, ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს, ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს.
„იმ პირობებში, როდესაც აქვთ სერიოზული კრიზისი, მათ შორის, პერსონალურ დონეზე, ვერცერთი მათი ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Facebook Comments Box